„პროგრამული ინჟინერიის“ (მართვის ავტომატიზებული სისტემების) დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, გაეროსთან არსებული „ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის" ნამდვილი წევრი (1994-დან); 450 სამეცნიერო-პედაგოგიური ნაშრომის ავტორი (100-ზე მეტი წიგნი: 30 მონოგრაფია, 75 სახელმძღვანელო/დამხმარე, 80 ელ_წიგნი [https://gtu.ge/ims/resources/library/ebooks.php], 300 სამეც.სტატია/თეზისი/პროექტი) პროგრამული ინჟინერიის სფეროში; სტუ-ს „IT-კონსალტინგის“ სამეცნ.-კვლევითი ცენტრის უფროსი (2010-დან). მიწვეული პროფესორი: ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ნიურნბერგ-ერლანგენის, პასაუს, კარლსრუეს, ბამბერგის და მაგდებურგის უნივერსიტეტები. მსოფლიო ბანკის და USAID-ის პროექტებში მონაწილეობა: საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, აგრეთვე სასამართლო სისტემის რეფორმათა მხარდამჭერი კომპიუტერული სისტემების შექმნა; NATO-ს პროექტი (2023-2025): SPS G6028 - „შავი ზღვის უსაფრთხოების და დაბინძურების რისკების კონტროლი რიცხვითი მოდელების გამოყენებით“; საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „მართვის ავტომატიზებული სისტემები“ (DOI: https://doi.org/10.36073/1512-3979) დამფუძნებელი და რედაქტორი (2006-დან). 50 დაცული სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. ჟიული შარტავას სახელობის პრემიების 1-ელი კონკურსის ლაურეატი ტექნიკის დარგში (1997): „ქართულენოვანი სახელმძღანელოების და მონოგრაფიების ციკლის შექმნისათვის)
- დაპროგრამების ჰიბრიდული ტექნოლოგიები, მონაცემთა რელაციური და NoSQL ბაზები, Big Data და Hadoop, ობიექტ-ორიენტირებული და უნიფიცირებული მოდელირება, დაპროგრამების Agile ტექნოლოგია. რიგების თეორია, პეტრის ქსელები, პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატიზაცია, ტესტირება და ხარისხის მართვა.