გურამ ჯოლია
გურამ ჯოლია
პროფესორი
სამეცნიერო-კვლევითი სფერო: საერთაშორისო ეკონომიკა/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, ცოდნის ეკონომიკა, კრეატიული ეკონომიკა, ციფრული ეკონომიკა, ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია.
სასწავლო კურსები, რომლებსაც იგი უძღვება:
- საერთაშორისო ეკონომიკა/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები (ბაკალავრიატი);
- ციფრული ეკონომიკა (ბაკალავრიატი) - პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში;
- ცოდნის ეკონომიკა (მაგისტრატურა) - პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში;
- კრეატიული ეკონომიკა (დოქტორანტურა) - პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სირცეში.
დასახელებულ სასწავლო კურსებში, მისი ავტორობით/თანაავტორობით, 2010-2024 წლებში გამოცემულია 10 სახელმძღვანელო და 4 მონოგრაფია (პირველი - „კრეატიული განვითარება: განათლება, ცოდნა, ქმედება“. თბ., „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი“. 2016. 445 გვერდი; მეორე - „განათლება და დასაქმება ციფრულ გარემოში“. თბ., „ტექნიკური უნივერსიტეტი“. 2021. 370 გვერდი; მესამე - „ციფრული ეკონომიკა: განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა, რეგულირება და დარგობრივი მიმართულებები“. თბ., „ტექნიკური უნივერსიტეტი“. 2021. 150 გვერდი. მეოთხე - სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ციფრული ტრანსფორმაცია. (თანაავტორი, პროფ. ა. აბრალავა). თბ., „ტექნიკური უნივერსიტეტი“. 2024. 347 გვ.).
1992-2024 წლებში გამოქვეყნებული აქვს 25 სახელმძღვანელო/დამხმარე სახელმძღვანელო, 4 მონოგრაფია, 58 სამეცნიერო სტატია (მათ შორის 5 უცხოეთში), 29 მოხსენება (მათ შორის 4 უცხოეთში) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (ზოგიერთი მათგანი თანაავტორობით). (დეტალურად იხილეთ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები).
სამეცნიერო ინტერესები
- ციფრული ეკონომიკა. ცოდნის ეკონომიკა. კრეატიული ეკონომიკა. საზოგადოების ციფრული ტრანსფორმაცია. საერთაშორისო ეკონომიკა.