საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტის უფროსი, სტუ-ს პროფესორი(ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი); საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო საგამომცემლო საბჭოს წევრი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი; დაჯილდოვებული ვარ ღირსების ორდენით 2013 წელს.
განათლება და კვალიფიკაცია: 1975 წ. დავამთავრე ქ. თბილისის 62-ე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა; 1975-1980 წწ. წარჩინებით დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი, მაპროფილებელი სპეციალობით: ძირითადი ორგანული და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლოგია, ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცის მინიჭებით; 1980-1983 წწ. ვიყავი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1983-1988 წწ. ვიყავი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა.ნ. ნესმეიანოვის სახელობის ელემენტორგანულ ნაერთთა ინსტიტუტის რენტგენოსტრუქტურუკლ კვლევათა ლაბორატორიის მკვლევარ-სტაჟიორი და ამავე ინსტიტუტისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთობლივი საკვლევი პროგრამის შემსრულებელი; ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის (1990წ.) სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებელი სადისერტაციო ნაშრომის თემაა: პირიდინკარბონმჟავების ამიდების და იმიდაზოლის წარმოებულების მეტალებთან კოორდინაციული ნაერთების რენტგენოსტრუქტურული კვლევა.
საკონკურსო საგანთა ჯგუფი (ჯგუფები)/საგნები, რომელთა გაძღოლა/სწავლება შემიძლია: ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ბაკალავრიატი: არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიისა და ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზის საფუძვლები; სტანდარტიზაცია და სერტიფიკაცია; ტექნოლოგიური პროცესების თეორიის საფუძვლები; საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ტექნოლოგია; მინერალური ნედლეულის ექსპერტიზა; არაორგანული ნაერთების ექსპერტიზა; ორგანული პროდუქტების ექსპერტიზა; კვების პროდუქტების ექსპერტიზა; სასამართლო ქიმიური ექსპერტიზა; საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ტექნოლოგია; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრატურა: ქიმიური ტექნოლოგიის გამოყენებითი ინფორმატიკის ზოგადი ასპექტები; ქიმიური ტექნოლოგიის განვითარების თანამედროვე ტენდეციები; საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ექსპერტიზა; ... ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტურანტურა: მასალათა მიღების, თვისებათა პროგნოზირების და ექსპერიმენტის დაგეგმვის საფუძვლები; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის თანამედროვე ასპექტები და განვითარების პერსპექტივები; ...
- 1. ბიოაქტიურ სუბსტანციათა რენტგენოსტრუქტურული კვლევები
- 2. ქიმიურ ნივთიერებათა სივრცული სტრუქტურისა და ფუნქციების კორელაციური მსაზღვრელები.
- 3. ბუნებრივ ნივთიერებათა ტექნოლოგიზების ამოცანები საბაზრო რეალობის სხვადასხვა საჭიროებისათვის.
- 4. ქიმიურ ნივთიერებათა ექსპერტიზის სისტემური მახასიათებლები.
- 5. ადამიანის ქცევის ირაციონალობის იდენტიფიცირების და მონიტორინგის ტექნოლოგიზების ამოცანები.
- 6. სისტემური მსოფლმხედველობის გამოყენებითი ასპექტები გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუციისათვის.
- 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეპტუალიზების ამოცანები.
- 8. საშიში ქიმიური სუბსტანციების მონიტორინგის დიგიტალიზაციის(გაციფრულების) ამოცანები.
- 9. რადიაციის მონიტორინგის ამოცანები.
- 10. ქიმიურ სუბსტანციებზე დამოკიდებულების პრევენციის საგანმანათლებლო სტრატეგიები.
- 11. ორიგინალური სამკურნალო პრეპარატების დაპროექტების სისტემური ამოცანები.
- 12. სამრეწველო რეალიზაციათა ტექნიკური რეგლამენტირების და დარგობრივ სფეროთა გადაწყვეტილების მიღების ამოცანები.
- 13. კომერციალიზაციის ტექნოლოგიის კონცეპტუალური მდგენელები დარგობრივი სფეროებისათვის.
- 14. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის განსაზღვრის სისტემური მახასიათებლები.
- 15. საქართველოს სულიერი გავლენის და ცივილიზაციათაშორისო დიალოგის კონცეპტუალიზების გამოყენებითი ასპექტები.
- 16. ბიოწარმოების სასწავლო ინსტიტუციის ორგანიზების სისტემური ტოპოლოგიის მდგენელები.
- 18. IETI Certificate of the International Engineering and Technology Institute (IETI) - 21 December 2020
- About the problems in inter-civilizational and intercultural dialogue
- საუნივერსიტეტო როლის გასაზრდელად საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების სტრატეგიები.