ნანა გეგეშიძე: 1990 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ზოგადი, არაორგანული და ანალიზური ქიმიის მიმართულებაზე. ამჟამად არის სტუ-ს ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. აგრეთვე მუშაობს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორიია მეცნიერ-თანამშრომელი
კურსები რომელსაც იგი უძღვება:
ზოგადი ქიმია, არაორგანული და კოორდინაციული ქიმია
ფარმაცევტული ქიმია
არაორგანული ქიმიის თეორიული საფუძვლები - s- და p- ელემენტების ქიმია
არაორგანული ქიმიის თეორიული საფუძვლები - d- და f- ელემენტების ქიმია
თეორიული არაორგანული ქიმია
კოორდინაციული ქიმიის თეორიული საფუძვლები
ნივთიერებათა ანალიზის თანამედროვე ასპექტები
სტანდარტული და არასტანდარტული კოორდინაციული ქიმია
თანამედროვე წარმოდგენები არაორგანულ ქიმიაზე
- • 3d-ლითონებთან ბიოაქტიური ჰიდრაზინების და ჰიდრაზონების, ამინებისა და ამიდების შემცველი შერეულლიანდიანი კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების კვლევა. ამიდების, ამინების, ჰიდრაზონების, ბიციკლური ბისშარდოვანების (ფსიქოტროპული პრეპარატების) კომპლექსწარმოქმნაზე გამხსნელის გავლენის კვლევა კვანტურ-ქიმიური AM-1 მეთოდით.
- • ლითონების (ბიოლითონების) კოორდინაციული ნაერთების, რომლებიც შეიცავენ: პირიდინკარბონმჟავათა ჰიდრაზიდების, ალიფატური რიგის ალდეჰიდების ჰიდრაზონების და ამინოპირიდინების იზომერებსა და მათ წარმოებულებს.
- • დიმეთილსულფოქსიდთან, N,N-დიმეთილფორამიდთან, შარდოვანასთან, აცეტილამიდთან და მათ წარმოებულებთან ზოგიერთი ბიოლითონის კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და აღნაგობის კვლევა.
- მაღალი ფიზიოლოგიური აქტივობის მქონე ჰიდრაზიდების, ჰიდრაზონების, ამინოპირიდინის მეთილნაწარმების ლითონების კოორდინაციული ნაერთების ქიმია. შერჩეული ორგანული ლიგანდების კოორდინაციული შესაძლებლობების გამოვლენა და მიღებუ¬ლი შედეგების საფუძველზე ბიოლითონთა ახალი, სხვადასხვალიგანდიანი ორმაგი და ბიმეტალური კოორდინაციული ნაერთების სინთეზი. მიღებული კომპლექსნაერთების თეორიული და პრაქტიკული გამო¬ყენების პერსპექტიულობის დადგენა.