ასოცირებული პროფესორი ნინო კილასონია


1992 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ზოგადი, არაორგანული და ანალიზური ქიმიის მიმართულებაზე. ამჟამად არის სტუ-ს ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. აგრეთვე არის ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი


   უკანასკნელ წლებში ორგანული ლიგანდების თვალსაზრისით ძალიან საინტერესო გახდა ჰიდრაზიდები (ჰიდრაზინის ნაწარმები) და ჰიდრაზონები (შიის ფუძეები), რომლებიც, მაღალი ბიოლოგიური აქტივობით ხასიათდებიან და ბევრი მათგანი სამკურნალო საშუალებასაც წარმოადგენს.

       ჩვენი სამეცნიერო კვლევა სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს. განსაკუთრებით საინტერესოა ახალი ჰიდრაზონების სინთეზი, რომლებსაც შემდგომში ორგანული ლიგანდების სახით ვიყენებთ წინასწარ განსაზღვრული თვისებების მქონე ბიოკოორდინაციული ნაერთების მისაღებად ისეთ მეტალებთან, რომლებსაც „სიცოცხლის მეტალებს“ უწოდებენ.  რაც შეეხება ჰიდრაზიდებს, ბენზომჟავას და მისი წარმოებულების, პირიდინკარბონმჟავების ჰიდრაზიდები, არანაკლებ საინტერესონი არიან, როგორც ორგანული ლიგანდები, რადგან ბევრი მათგანი მაღალი ბიოლოგიური აქტივობით ხასიათდება. როგორც ჰიდრაზიდები, ასევე ჰდრაზონები პოლიდენტატუ ლიგანდებს წამოადგენენ, რამდენიმე დონორული ატომის შემცველობის გამო, თუმცა მონოდენტატური ლიგანდების როლშიც შეიძლება მოგვევლინონ, ამიტომ მათ საფუძველზე კოორდინაციული ნაერთების სინთეზი თეორიული ღირებულებითაც ხასიათდება.

   როგორც ჩვენს მიერ სინთეზირებული ახალი ჰიდრაზონების, ასევე ლიგანდებად შერჩეული ჰიდრაზიდების მოლეკულების დონორულ შესაძლებლობებს, მათი კომპლექსწარმქომნის უნარსა და სხვადასხვა გეომეტრიულ თუ სტრუქტურულ მახასიათებლებს ექსპერიმენტის ჩატარებამდე ვიკვლევთ კომპიუტერული ქიმიის მეთოდების გამოყენებით, რაც წინასწარპროგნოზირებადი და მიზანმიმართული სინთეზის ჩატარების საშუალებას გვაძლევს. ასეთი სახის ლიგანდებთან სინთეზირებულია კოორდინაციული ნეართები, რომელთა ზოგიერთი ფიზიკურ-ქიმიური თვისება და აღნაგობა დადგენილია კვლევის სხვადასხვა მეთოდებით (სპექტრული ანალიზი, ელემენტური ანალიზი და სხვ.)

სამეცნიერო ინტერესები
  • ბიოლოგიურად აქტიური კოორდინაციული ნაერთების სინთეზი, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის კვლევა.