ბოლო წლების განმავლობაში ჩემი სამეცნიერო კვლევების მიზანს წარმოადგენს მსოფლიო მეტალურგიულ პრაქტიკაში სტრატეგიულ ლითონად აღიარებული მანგანუმის რაციონალურად გამოყენების პრობლემა, რომელმაც განსაკუთრებული სახალხო სამეურნეო მნიშვნელობა შეიძინა. მკაცრმა კონკრეტულმა გარემომ დღის წესრიგში დააყენა უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული ჩვენი ქვეყნის მანგანუმშემცველი ნედლეულის რესურსები.
ამ მიმართებთ მეტად მნიშვნელოვანია მანგანუმის გადამუშავების ფუნდამენტალური გამოკვლევების განვითარება და მის საფუძველზე შექმნილი პრინციპულად ახალი და მოქმედი საქემების დახვეწა და სრულყოფა, რომლებიც უზრუნველყოფენ მანგანუმის სასარგებლო გამოყენების გაზრდას მისი გადამუშავების და გამოყენების ყველა ეტაპზე.
მანგანუმის საშუალო შემცველობა მოპოვებულ ოქსიდურ მადნებში შეადგენს 18-25 % და 16-22 % კარბონატულ მადნებში, რაც დაახლოებით ორჯერ დაბალია საზღვარგარეთის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე. ამიტომ მოპოვებული მადნები 100 %-ით ექვემდებარებიან გამდიდრებას რთული კომბინირებული სქემებით. გადამუშავებით მიღებული სასაქონლო კონცენტრატების რაოდენობა 2-2,5-ჯერ ნაკლებია მადნის საწყის რაოდენობასთან შედარებით. სასაქონლო მადანში და კონცენტრატებში მანგანუმის ამოღება შეადგენს 75 %.
ფოლადების წარმოების გაზრდილმა ტემპებმა მსოფლიოში, მისი ხარისხობრივი სტრუქტურის ცვლილებამ მაღალლ;ეგირებული ლითონების გამოდნობის მიმართულებით, გამოიწვია ფეროშენადნობთა, განსაკუთრებით მანგანუმიან შენადსნობთა, მოცულობის და სორტამენტის გაზრდა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სილიკომანგანუმს. ამ პორობებში ფოლადების წარმოების მანგანუმით დაკმაყოფილების მთავარ რეზერვს, წარმოადგენს მისი დანაკარგების შემცირება, როგორც გამდიდრების, ასევე დნობის სტადიაზე. მანგანუმის დანაკარგების მაღალ დონეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამჟამად მანგანუმის სასარგებლო გამოყენება მისი მოპოვების, გამდიდრებას და ელექტრომეტალურგიული გადამუშავებისას, არ აღემატება 50 %.
სილიკომანგანუმის წარმოების და მანგანუმის სასარგებლო გამოყენების მიღწეული მაჩვენებლების შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად აუცილებელია სპეციალური გამოკვლევების წარმართვა, რომლებიც მიმართული იქნება მანგანუმის და სილიციუმის ღრმა აღდგენითი პროცესების ინტენსიფიკაციისაკენ. დასმული ამოცანის გადაწყვეტის ერთერთ შესაძლებელ საშუალებას წარმოადგენს, ის რომ სილიკომანგანუმის გამოსადნობად კაზმში გამოყენებული იქნეს ტუტე ლითონების ალუმოსილიკატები (ტუფები).
ჩვენს კვლევებში დასმული ბრობლემა - ეფექტურად და რაციონალურად იქნას გამოყენებული მანგანუმშემცველი ნედლეული, მოეძებნოს მას სასარგებლო გამოყენების გაზრდის თეორიული, პრაქტიკული და კომპლექსური გადაწყვეტა და მინუმამდე შემცირდეს მანგანუმის დანაკარგები, მეტად აქტუალურია.
- ჩვენი კვლევის ინტერესებს წარმოადგენს: მანგანუმიანი ფეროშენადნობების წარმოების ახლანდელი მდგომარეობა და მათი მიღების რაციონალური ტექნოლოგიური სქემების გამოკვლევა; სილიკომანგანუმის გამოდნობის ფიზიკო-ქიმიური საფუძვლები, ტექნოლოგია და წარმოების ეფექტურობის გაზრდის ძირითადი მიმართულებები; სილიკომანგანუმის ოპტიმალური შედგენილობის გამოკვლევა და დადგენა, რომელიც უზრუნველყოფს მანგანუმის სასარგებლო გამოყენების გაზრდას; სილიკომანგანუმის გამოსადნობ კაზმში საკუთარი წარმოების ნარჩენების გამოყენების ოპტიმალური რაოდენობის დადგენა და მათი გავლენა მანგანუმის სასარგებლო გამოყენების გაზრდაზე; ტუტე ლითონების ალუმოსილიკატების გავლენის შესწავლა მანგანუმის და სილიციუმის აღდგენის პროცესებზე; ადგილობრივი, მაღალნაცრიანი ნახშირების რაციონალური გამოყენება და მისი გავლენა სასარგებლო ელემენტების ლითონში ამოკრეფის მაჩვენებლებზე. სილიკომანგანუმის სადნობი ღუმელების ელექტრული პარამეტრების გამოკვლევა და მათი ოპტიმალური მნიშვნელობების დადგენა.