გელა გოდერძიშვილი

ჩემი სამეცნიერო საქნიანობის სფეროა: A3B5 ნაერთების და მათი მყარი ხსნარების საფუძველზე ეპიტაქსიური სტრუქტურების და ოპტოელექტრონული ხელსაწყოების დამზადების ტექნოლოგიური პროცესების დამუშავება; მიღებული სტრუქტურების და ხელსაწყოების ოპტიკური თვისებების კვლევა; ინტეგრალურად შესრულებული მონოლითური კონსტრუქციის ოპტოელექტრონული ხელსაწყოების დამზადების პლანარული და იზოპლანარული ტექნოლოგიების დამუშავება; მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღებული ჩემს მიერ დამუშავებული ლოკალური დიფუზიისა და თერმული დაჟანგვის მეთოდების გამოყენებით. ვიყავი რამდენიმე სამეცნიერო-საკვლევი და საცდელ-საკონსტრუქტორო თემების პასუხისმგებელი შემსრულებელი და ხელმძღვანელი. ჩემს მიერ დამუშავებული ტექნოლოგიური მეთოდები და ახალი ხელსაწყოები დანერგილი იქნა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტ “მიონ”-ში. 

ამჟამად პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ვაგრძელებ კვლევებს: GaAs, GaP და GaAlAs-ის შენაერთების და სტრუქტურების ფიზიკო-მექანიკური და ოპტიკური თვისებების კვლევის სფეროში; AlAs-GaAs ჰეტეროეპიტაქსიური და Si-ის ნანო სტრუქტურების საფუძველზე მზის გამოსხივების ფოტოელექტრული გარდამქმნელი ელემენტების დამზადების ტექნოლოგიასა და კონსტრუირებაში; ასევე ახალი პერსპექტიული მასალების, მიღების და მათ საფუძველზე ხელსაწყოების დამუშავების სფეროში. 2021-2023 წლებში იმს ფაკულტეტის სამ კოლეგასთან ერთად დავამუშავეთ და განვახორციელეთ გიორგი ნიკოლაძის პირდაპირი გამრავლების და გაყოფის ელექტრული არითმომეტრის რეკონსტრუირება. სხვადასხვა წლებში ვიყავი ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტების მონაწილე მაქვს დანერგვები: SCADA ლაბორატორიული კომპლექსი-2016 წელს; წყლის დონისა და მოცულობის მონიტორინგისა და ანალიზის სისტემა 2004-2005 წწ



სამეცნიერო ინტერესები:

  • ნახევარგამტარული ხელსაწყოების ფიზიკა
  • ნახევარგამტარული მიკრო და ოპტო ელექტრონიკის ტექნოლოგია
  • ნახევარგამტარული მასალების და შენაერთების თხელი ფირების მიღების ტექნოლოგია და ფიზიკური თვისებების კვლევა
  • მზის ენერგიის ფოტოელექტრული გარდაქმნა
  • ნანოტექნოლოგია
სამეცნიერო ინტერესები
  • სამეცნიერო საქნიანობის სფეროა: A3B5 ნაერთების და მათი მყარი ხსნარების საფუძველზე ეპიტაქსიური სტრუქტურების და ოპტოელექტრონული ხელსაწყოების დამზადების ტექნოლოგიური პროცესების დამუშავება; მიღებული სტრუქტურების და ხელსაწყოების ოპტიკური თვისებების კვლევა; დამუშავებულია ინტეგრალურად შესრულებული მონოლითური კონსტრუქციის ოპტოელექტრონული ხელსაწყოების დამზადების პლანარული და იზოპლანარული ტექნოლოგიები; დამუშავებულია ლოკალური დიფუზიისა და თერმული დაჟანგვის მეთოდები. იყო რამდენიმე სამეცნიერო-საკვლევი და საცდელ-საკონსტრუქტორო თემების ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი შემსრულებელი. მის მიერ დამუშავებული ტექნოლოგიური მეთოდები და ხელსაწყოები დანერგილი იქნა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტ “მიონი”-ში.