თეიმურაზ ყანდაშვილი

დავიბადე 1954 წლის 7 იანვარს ქ.თბილისში მოსამსახურის ოჯახში. 1970 წელს დავამთავრე თბილისის 124-ე საშუალო სკოლა. 1971 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1976 წელს ვაჭრობის ეკონომიკის სპეციალობით და მომენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია. 1976წლიდან 1984წლის სექტემბრამდე ვმუშაობდი კომკავშირულ, საბჭოთა და პარტიულ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1980 - 1984 წლებში ვსწავლობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში პოლიტეკონომიის განყოფილებაში. 1984 წლის სექტემბრიდან 2004 წლის ნოემბრამდე ვმუშაობდი საბანკო სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2002 წლის სექტემბრიდან დღემდე ვმუშაობ ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე, შემდეგ კი მოწვეული პედაგოგი. 2005 წლის სექტემბრიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე ვიყავი თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.2006 მარტიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე არჩეული ვიყავი ამავე უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხიხ უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად. 2011 წლის 11 წ31ტემბრიდან დღემდე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეინჟინირინგის (შემდგომში - ბიზნესტექნოლოგიების) ფაკულტეტის პროფესორი. 2012 წლის სეტემბრიდან დღემდე ვარ საგანმანათლებლო პროგრამა "ბიზნესის ადმინისტრირება" (რუსული) პროგრამის ხელმძღვანელი. სტუ-ის ჰუმანიტარულ-სოციალური საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი. ვარ მაგისტრანტების და დოქტორანტების ხელმძღვანელი


სამეცნიერო ინტერესები
  • მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, საერთაშორისო ბიზნესურთიერთოებები, სასაქონლო ბაზრების კვლევა