დავიბადე ქალაქ თბილისში მოსამსახურის ოჯახში 1949 წლის 5 მაისს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გავაგრძელე სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, კლიმატოლოგიის სპეციალობით. 1971 წელს დავიწყე მუშაობა თბილისის ზონალურ კვლევით ინსტიტუტში სამშენებლო ფიზიკის განყოფილებაში. 1983 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და მომანიჭეს გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. ძირითადად ვმუშაობდი გამოყენებითი კლიმატოლოგიის მიმართულებით. 1985 წელს დავიწყე მუშაობა .ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში კლიმატის განყოფილებაში,ჩემი კვლევის ძირითადი სფეროა კლიმატის 1999 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მომანიჭეს გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის კვალიფიკაცია. 2009 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქრთველოს ჰიდრომეტეოროლოგისს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლიმატოლოგიის და აგროკლიმარტოლოგიის განყოფილებაში. გამოქვეყნებული მაქვს 90 სამეცნიერო ნაშრომი და 10 მომოგრაფია.
- ეკოლოგიური მენეჯმენტი და გარემოს დაცვა
- ტურიზმი და კლიმატის ცვლილება
- კლიმატი და კლიმატის მონიტორინგი
- გამოყენებითი კლიმატოლოგია
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები