აკადემიური დოქტორი - სადოქტორო პროგრამა არქიტექტურა


ვარ ხელოვნებათმცოდნე. ვმუშაობდი სახვითი ხელოვნების საკითხებზე, ფერისა და ფორმის სინთეზის პრობლემებზე, ქართული რეალსტური პორტრეტის განვითარებაზე ასევე სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის სინთეზის მნიშვნელობაზე . დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტურა (სადოქტორო პროგრამა ,,არქიტექტურათმცოდნეობა") დაცული მაქვს დისერტაცია თემაზე :,,დეკორის გარდაქმნილი დაბრუნება არქიტექტურაში და ქართული შესატყვისები" მომენიჭა აკადემიური დოქტორის წოდება. ვმუშაობ თანამედროვე არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების საკითხებზე ,ვიღებ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, მაქვს ნაშრომები სახვითი ხელოვნების ანალიზისა და ისტორიის , ასევე თანამედროვე და მიმდინარე ქართული და უცხოური არქიტექტურის პრობლემებისა და კრიტიკული ანალიზის ირგვლივ . მაქვს მონოგრაფია ნ,შავიშვილთან თანაავტორობით ,,მიმდინარე ქაღთული არქიტექტურის განსხვავებული სახე -სახეცვლილი დეკორი საერთაშორისო და ქართულ ხუროთმოძღვრებაში"SBN 978-9941-28-928-6 2023წ.

სამეცნიერო ინტერესები
  • უახლესი არქიტექტურა და სახვითი ხელოვნების სინთეზი
  • მიმდინარე ქართული არქიტექტურის პრობლემები და კრიტიკული ანალიზი
  • სახვითი ხელოვნება და თანამედროვე მიმდინარეობები