2019 წლიდან ვარ ტურიზმის კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის CiTUR https://citur-tourismresearch.com/en/centre-for-tourism-research-development-and-innovation/ ინტეგრირებული წევრი; (# ORCiD 0000-0003-0867-3296)

2019 წლიდან - საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (დიპლომი No2-375)

2017 წლიდან - ტურიზმის მეცნიერ ექსპერტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი https://www.aiest.org/home/;

2015 წლიდან - საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი;

2011 -2019 - საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (დიპლომი No3-304) http://www.gtu.ge

2009 წლიდან - ტურიზმის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი (დიპლომი No307)

2015 წელს ვთარგმნე და ქართულად ადაპტირებული მაქვს „ტურიზმის ეთიკის გლობალური კოდექსი“, რომელიც განთავსებულია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვებგვერდზე https://webunwto.s3.eu-west-1.amazonaws.com/ s3fs-public/2019-11/georgia2015.pdf

2006 წელს გამოვაქვეყნე „ტურიზმის ტერმინების ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი“ https://marinametreveli.ge/ge/englesh-georgian-explanatory-dictionary-of-turism-terms/

ვარ ტურიზმთან დაკავშირებული 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის გამოქვეყნებული მაქვს 10 მონოგრაფია, ვთარგმნე 3 წიგნი. მონაწილეობა მიმიღია ტურიზმთან დაკავშირებულ 138 საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და ფორუმებში. მონაწილეობა მიმიღია 37 საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტში სხვადასხვა კუთხით.

2000 წლიდან ვკითხულობ ლექციებს: ტურისტული პოლიტიკა, ტურიზმის ეკონომიკა, ტურიზმი და გარემოს დაცვა, ტურისტული ბიზნესი, ტურიზმის ეკონომიკური უსაფრთხოება.

2008 წელს დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მომენიჭა ტურიზმის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება.

2024 წელს უნივერსიტეტში ხანგრძლივი, ნაყოფიერი და კეთილსინდისიერი მუშაობისათვის მომანიჭეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომი  (#260) .

 

ORCID 0000-0003-0867-3296

Ciência ID: D61D-A968-CCF8

სამეცნიერო ინტერესები
  • ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით ჩემს მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების სფერო მოიცავს საქართველოსა და მსოფლიოში ტურიზმის განვითარების თეორიის, პრაქტიკისა და პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს. კერძოდ.: ტურიზმის ეკონომიკა და პოლიტიკა, ტურიზმის ბიზნესი; ტურიზმის ზეგავლენა გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე; ტურიზმისა და მასპინძლობის მდგრადი განვითარება და ცირკულარული ეკონომიკა; ტურიზმის ზოგადი და ეკონომიკური უსაფრთხოება; ტურიზმის განათლების სისტემის პროფესიები; ტურიზმის დარგის მართვის საკითხები კრიზისულ სიტუაციებში (ეკოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური კრიზისები); ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური პროცესების როლი ტურიზმსა და მასპინძლობაში. ზემოაღნიშნულ თემებზე კვლევის შედეგები ასახულია ჩემს მიერ გამოცემულ წიგნებში, საქართველოსა და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებსა და კონფერენციების მოხსენებათა კრებულებში.