ლია ამირანაშვილი
სამეცნიერო ინტერესები
- საქართველოს მიკრობული ბიომრავალფეროვნების შესწავლა
- საქართველოს ტრადიციული მევენახეობის რეგიონებში გავრცელებული ვაზის ენდემური ჯიშებიდან მადუღარი საფუვრების გამოყოფა და მათი თვისებების შესწავლა მეღვინეობაში გამოყენების მიზნით
- საქართველოსთვის ტრადიციული რძის პროდუქტების (მაწონი, გუდის ყველი, ტენილი ყველი) რძემჟავა და პროპიონმჟავა ბაქტერიების შემადგენლობისა და დამზადების ტექნოლოგიების კვლევა
- საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული შინაური ქათმების საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიების კვლევა და მათ საფუძველზე ჰომოპრობიოტიკული პრეპარატის დამზადების ტექნოლოგიის შემუშავება ქათმების საკვებდანამატად გამოყენების მიზნით
- საქართველოს სხვადასხვა ნიადაგობრივ-კლიმატური ზონების ნიადაგებიდან და მცენარეებიდან გამოყოფილი ბაქტერიებისა და საფუვრების მიერ გარემოს დამაბინძურებელი სხვადასხვა ტოქსიკანტის (ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნიტროარომატული ნაერთები, ქლორორგანული ნაერთები, სპილენძის ქლორჟანგის შემცველი პესტიციდები) გარდაქმნის უნარის შესწავლა და ამ კვლევების საფუძველზე გარემოს დაცვის ტექნოლოგიების შემუშავება
- ბაქტერიებისა და საფუვრების მეტაბოლიტების შესწავლა (ფერმენტები, ბიოსურფაქტანტები, კაროტინოიდები, ანტიმიკრობული ნივთიერებები)
- ფიტოპათოგენური მიკროორგანიზმების კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების შემუშავება
- მცენარეთა ზრდის მასტიმულირებელი მიკროორგანიზმების შესწავლა
- ბაქტერიებისა და საფუვრების სისტემატიკა