ელგუჯა მეძმარიაშვილი

ელგუჯა მეძმარიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი.

ჩემი სამეცნიერო კვლევები მოიცავს: კოსმოსური და მიწისზედა სპეციალური დანიშნულების და სამხედრო-საინჟინრო ნაგებობებს და კომპლექსებს; ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების თეორიას; საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისათვის საინჟინრო მომზადებას; საქართველოს ომის თეატრში საბრძოლო მოქმედებებისა და ბრძოლების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფას და სამხედრო თეორიას.

აღნიშნულ დარგებში საზღვარგარეთ და საქართველოში გამოქვეყნებული მაქვს 400-მდე სამეცნიერო შრომა, რომლებიც მოიცავენ გამოგონებებს, ევროკავშირისა და აშშ პატენტებს, სამეცნიერო სტატიებს, სახელმძღვანელოებს და მონოგრაფიებს, რომელთა ნაწილს მინიჭებული აქვს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ და „საიდუმლო“.


სამეცნიერო ინტერესები
  • კოსმოსური და მიწისზედა სპეციალური დანიშნულების და სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები და კომპლექსები
  • ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების თეორია
  • საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისათვის საინჟინრო მომზადება
  • საქართველოს ომის თეატრში საბრძოლო მოქმედებებისა და ბრძოლების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფა და სამხედრო თეორია