სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიების და საშენი მასალების დეპარტამენტის პროფესორი.

ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული კოსმოსური ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების დეპარტამენტის უფროსი.

საქრთველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სამოქალაქო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობების პროექტირებისა და მათი განხორციელების მონაწილე.

პირველი ქართული კოსმსოსური ობიექტის შექმნის თანამონაწილე.

მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონებებისა და მათ შორის უცხოური პატენტების ავტორი.



სამეცნიერო ინტერესები
  • ტრანსფორმირებადი სახსრულ-ღეროვანი მექანიკური სისტემების ახალი კინემატიკური სქემების დამუშავება და გაანგარიშება
  • ახალი სამშენებლო მასალები და ინოვაციური ტექნოლოგიები მშენებლობაში
  • დიდგაბარიტიანი რეფლექტორული კონსტრუქციების შექმნა თანამგზავრული სისტემებისათვის