2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, მიენიჭა მაგისტრთან გათანამრებული ხარისხი. 2017 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტეის დოქტორანტი. საკვლევი თემა: ბავშვთა უსაფრთხოების საკითხები.
2021 წლიდან არის ამავე ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის ასისტენტი. ხელმძღვანელობს პრაქტიკულ კურსებს.
- ბავშვის უფლებები, საკონსტიტუციო სამართალი
- კვლევითი ინტერესები მოიცავს ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმების შესწავლას, მათი განხორციელების სამართლებრივი და პოლიტიკურ-ინსტიტუციური ასპექტების ანალიზს, ასევე საკონსტიტუციო სამართლის პრინციპების კვლევას ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განათლების უფლების, განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და თანასწორობის საკითხებს, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების ეროვნული კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისა და პრაქტიკაში განხორციელების პროცესების ანალიზს.
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები