ვარ შრომისმოყვარე, მიზანმიმართული, მიყვარს ჩემი ორივე პროფესია(ჟურნალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი). დიდ სიამოვნებას მანიჭებს სტუდენტებთან ურთიერთობა, მათი სწავლება, დაგროვებული პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილების მათთვის გაზიარება, რასაც ბოლო წლებია მონოგრაფიების ფორმით წიგნებად ვბეჭდავ. ორი პროფესიის გადაკვეთით, ინტერდისციპლინურად განვიხილავ პუბლიცისტური საქმიანობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელოვან ეფექტურ და ეფექტიან ფორმად წარმოჩენის ხერხებსა და მეთოდებს. ამ მიზანს ემსახურება 2018- 2021 წლებში გამოქვეყნებული მონოგრაფიები: ერლომ ახვლედიანის პუბლიცისტიკა. ,,სეზანი’’. 2018; პაატა ნაცვლიშვილის ქაღალდის წეროები . ,,სეზანი’’. 2019; ოთარ ჭილაძის ღრუბელი. ,,სეზანი“. 2021. გამოსაცემად არის მზად ,,ჯემალ ქარჩხაძის სიყვარულის მარაგი“, რომელიც მწერლის პუბლიცისტური ნააზრევის კვლევაა. მაქვს მრავალმხრივი გამოცდილება ჟურნალისტიკასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. ვარ ჟურნალისტიკის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი,ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე, საკვალიფიკაციო ნაშრომების ექსპერტი, სამეცნიერო კრებულებისა და სახელმძღვანელოების რედაქტორი და რეცენზენტი, 100-მდე სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიის ავტორი. ჩემი ფობია: მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ყურება, მხატვრული ლიტერატურისა და პუბლიცისტიკის კითხვა. ქართული პუბლიცისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის მიერ მონიჭებული მაქვს სერგეი მესხის სახელობის პრემია.

 


სამეცნიერო ინტერესები
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა(PR)-სა ) და მედიის ურთიერთმიმართების საკითხები; მედიაპუბლიცისტიკის, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმის ასპექტები.