ვარ კიბერნეტიკის ინსტიტუტის ზეგამტარი და თერმოელექტრული მასალების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი. ჯგუფის სამეცნიერო კვლევა მოიცავს სხვადასხვა დანამატით დოპირებული ზეგამტარი და თერმოელექტრული მასალების სინთეზსა და მათი მახასიათებლების დადგენას. ამ კვლევის მიზანს ზეგამტარი და თერმოელექტრული მასალების თვისებათა დახვეწა–გაუმჯობესება წარმოადგენს.

სამეცნიერო ინტერესები
  • ზეგამტარი მასალები
  • თერმოელექტრული მასალები