დავამთავრე თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, მყარი სხეულების ფიზიკის სპეციალობით და დავიწყე მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკურ-ქიმიურ კვლევათა განყოფილებაში, აკადემიკოს კოხტა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. მუშაობის პარალელურად ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის რადიოფიზიკის კათედრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურაში. აკადემიკოს ლევან ბუიშვილის ხელმძღვანელობით დავიცავი დისერტაცია თემაზე: „მაგნიტური რეზონანსის გაჯერების გავლენა აკუსტიკური ტალღის გავრცელებაზე პარამაგნიტურ კრისტალში“.

ვიკვლევ ლაბორატორიაში სინთეზირებული ფოტოქრომული სპიროპირანების ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს. სპიროპირანები პრაქტიკულ გამოყენებას პოულობენ სინათლით მართვად ისეთ მოწყობილობებში, როგორიცაა ინფორმაციის ჩამწერი (მათ შორის სამგანზომილებიანი), დამმახსოვრებელი და გადამამუშავებელი სისტემები, არაწრფივი ოპტიკური მასალები, მოლეკულური კომპიუტერები, ოპტიკური სიმკვრივის რეგულირებადი ფილტრები, ოპტიკური გადამრთველები, სხვადასხვა სახის სენსორები, ხელსაწყოები მედიცინასა და ეკოლოგიისათვის და სხვა.


სამეცნიერო ინტერესები
  • სპიროპირანები
  • ფოტოქრომული ნანონაწილაკები
  • ცოცხალ ორგანიზმში წამლის ტარგეტირებულად გადამტანი ნანოკონტეინერის შექმნა სპიროპირანული მიცელების საფუძველზე.