ლიანა შარაშიძე
მეცნიერი თანამშრომელი
დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი.
1964 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკურ-ქიმიურ კვლევათა ლაბორატორიაში;
ჩემი სამეცნიერო ჯგუფი იკვლევს პოლიმერების ოპტიკას, ოპტიკური თვისებების წინასწარ დადგენილი გრადიენტის მქონე პოლიმერული მასალების შექმნის კანონზომიერებას და დამუშავებას.
შემუშავებულია პოლიმერების ახალი სტრუქტურული მდგომარეობის - გრადიენტული ორიენტირებული მდგომარეობის (GOS) კონცეფცია. მოცემულია GOS- ის რაოდენობრივი პარამეტრები. შექმნილია ერთღერძიანი ორიენტაციული გაჭიმვის ახალი ტექნიკური გადაწყვეტის - მართვადი ზონური გრადიენტული გაჭიმვის მოწყობილობა, რომლის საშუალებით შეიძლება იზოტროპული ხაზოვანი პოლიმერის (პოლიმერული კომპოზიტის) გადაყვანა გომ-ში და შესაბამისად ფიზიკო-მექანიკური თვისებების გრადიენტის შექმნა. შემუშავებულია ერთღერძიანი ზონური გრადიენტული გაჭიმვის მათემატიკური მოდელი.
ძირითადი მიმართულებები
მიმართულება: საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი
ქვე•მიმართულება: ქიმიური მეცნიერებანი
- პოლიმერების მექანიკური, ოპტიკური, მაგნიტური, ელექტრული თვისებები.