ასოცირებული პროფესორი

1989 წელს ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1994 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხითა და სამთო ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით. ამავე წელს ჩავირიცხე სტუ-ს მაგისტრატურის პროგრამაზე, რომელიც დავამთავრე 1997 წელს. 2008 წელს ჩავაბარე დოქტორანტურაში, გეოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე, 2014 წლიდან ვარ გეოლოგიის დოქტორი (PhD in Geology)..1994-2007 წწ ვმუშაობდი სტუ-ს გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკურ ცენტრში წამყვანი ინჟინრის თანამდებობაზე. 2022 წლიდან ვარ ამავე ცენტრის ISO სტანდარტით აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერი. 2007-2017 წლებში ვიყავი მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმის გამგე გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში. 2017-2021 წლებში ვიყავი ასისტენტ-პროფესორი, 2021 წლიდან ვარ ასოცირებული პროფესორი, 2015-2021 წწ - სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულ­ტე­ტის ხარისხის უზრუნ­ველყოფის სამსახურის სპეცი­ალისტი, 2022 წლიდან - მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის "გეოლოგია" ხელმძღვანელი.


სამეცნიერო ინტერესები
  • მინერალოგია
  • გემოლოგია
  • გეოარქეოლოგია