ნუგზარი ხვედელიანი

მრავალწლიანმა პრაქტიკამ, მათ შორის არქიტექტურულმა გეგმარებამ და ინტერიერის პროექტირებამ, განსაზღვრა ჩემი სამეცნიერო კვლევის ძირითადი ვექტორი. კერძოდ,თბილისში არსებული საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების (კულტურულ–საგანმანათლებლო შენობები, სამაყურებლო დარბაზები, კვების ობიექტები და სხვა) უმეტესობაში, გამოვლენილი ხარვეზები – არქიტექტურული აკუსტიკის გაუთვალისწინებლობის გამო, იქ მყოფი პირებისთვის გამოკვეთილი არახელსაყრელი პირობები სმენადობის და ხმაურის კუთხით, გახდა ჩემი კვლევის არეალი. აკუსტიკის საკითხით დაინტერესებამ განაპირობა ჩემი სადისერტაციო ნაშრომიც "დრამატული თეატრების აკუსტიკის საკითხები (თბილისის მაგალითზე)". ამჟამადაც, ჩემი ყოველი ახალი ობიექტი, წარმოადგენს ამ გარკვეულ წილად კვლევის გაგრძელებას.

სამეცნიერო ინტერესები
  • არქიტექტურული გარემოს დიზაინი (ექსტერიერი, ინტერიერი)
  • არქიტექტურული აკუსტიკა
  • არქიტექტურა