ლია ლურსმანაშვილი

ლია ლურსმანაშვილი - ვცხოვრობ ქ. თბილისში, ირ. აბაშიძის ქუჩა 44ა. 1973 წელს დავამთავრე ქუთაისის №1 საშუალო სკოლა. 1981 წელს წარჩინებით დავამთავრე ნ.ი. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამკერვალო ნაკეთობათა ტექნოლოგიის სპეციალობით. ჩემი საკანდიდატო დისერტაციის თემაა "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სამოსში დაკარგული ქართული ელემენტებისა და გამოყენებული მასალების კვლევა". სამეცნიერო მოღვაწეობას ვეწევი ქართული ეროვნული სამოსისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სამოსის მიმართულებით. ვარ 85 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი, 3 სადოქტორო და 8 სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი, საბაკალავრო პროგრამის "მოდის დიზაინის ტექნოლოგიები" და პროფესიული მოდულური პროგრამის "სამკერვალო წარმოება" ხელმძღვანელი, 5 საგრანტო პროექტის ძირითადი შემსრულებელი და 2 საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი, რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციის სწავლული მდივანი და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის 6 და ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის საინჟინრო - ტექნოლოგიური ფაკულტეტის 7 სადისერტაციო კომისიის წევრი და დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად შესრულებული 6 ნაშრომის რეცენზენტი, 10 სახელმძღვანელოს რეცენზენტი. სტუ-ს ტექსტილისა და ტყავის ნაწარმის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო დარგის მენეჯერი. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის საექსპერტო კომისიის წევრი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტი, აკაკი წერეთლის სახ. უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული 2 საკონკურსო და 1 საატესტაციო კომისიის წევრი, ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული გამავრცელებელი კომიტეტის (JOINT)-ის მხარდაჭერითა და საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის მიერ განხორციელებული 3 სასწავლო პროგრამის ძირითადი შემსრულებელი. საწარმოო დანერგვის "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სამოსში დაკარგული ქართული ელემენტების კვლევა" - ავტორი (კვლევის შედეგად მიღებული შედეგების კომერციალიზაცია მიმდინარეობდა თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიასთან არსებულ სამკერვალო სალონში 2009წ.),ერთი გამოგონების თანაავტორი(16251/2; 22/09/2023).

ოჯახური მდგომარეობა - ქვრივი.

შვილი - ირაკლი გოგიბერიძე, საერთაშორისო სამართალმცოდნე.

სამეცნიერო ინტერესები
  • სამეცნიერო მოღვაწეობას ვეწევი ქართული ეროვნული სამოსისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სამოსის მიმართულებით. ვარ 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ჩემი თანაავტორობით გამოიცა 7 მონოგრაფია, მათ შორისაა: „ქართული ეროვნული სამოსის კვლევა წერილობითი წყაროების, სამუზეუმო ექსპონატების და იკონოგრაფიული მასალების მიხედვით“, „ქართული ეროვნული სამოსის კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური დაგეგმარება“, „ქართული ეროვნული სამოსის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“, „ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარი“ და „ქართული ნაქსოვი ორნამენტი - ტრადიციული და თანამედროვე აქცენტები“ ვარ 7 საგრანტო პროექტის ძირითადი შემსრულებელი/ხელმძღვანელი, მათ შორის: - „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სამოსის დამუშავება ქართული ელემენტების აღდგენით“; - „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ინვენტარიზაცია ქართული ეროვნული კოსტუმისა და ტექსტილის სფეროში“ (ხელმძღვანელი); - „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება“; - „ქართული ეროვნული სამოსის კვლევა ილუსტრირებული ცნობარისა და ნიმუშების დამუშავებით“. 2025 წლის 20 აპრილს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩემი ხელმძღვანელობით დასრულდა სამეცნიერო საგრანტო პროექტი „_ „ქართული ორნამენტის გამოყენების შესაძლებლობების კვლევა ტექსტილის თანამედროვე ტექნოლოგიებში“ (2022-2025წწ).