მე ნია ნათბილაძე, ეროვნებით ქართველი, დავიბადე ქ.თბილისში 1966 წლის 28/11. 1983წ ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მექანიკა - მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დავამთავრე 1988 წელს და მომენიჭა ინჟინერ მექანიკოსის კვალიფიკაცია. ამავე წელს ჩავაბარე ასპირანტურაში მექანიზმებისა და მანქანების  თეორიის კათედრაზე, 1996 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და მომენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში ვიღებდი მონაწილეობას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კონფერენციებში. ვიყავი გ.გოცირიძის სახელობის სტეპენდიანტი, კონფერენციების ლაურიატი.

სხვადასხვა დროს ვმუშაობდი : მოსკოვის მექანიკის ინსტიტუტში, (უმცრ. ლაბორანტი) ტელეკომპანიაში „იმედი“, (შემოქმედებითი პროგრამების ადმინისტრატორი) და 2000 წლიდან დღემდე სტუ-ში სატრანსპოტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პოლიგრაფიისა და მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტში.

ამჟამად, ვარ სტუ-ს სატრანსპოტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი, ფაკ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სხვადასხვა დროს ვიყავი ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლიგრაფიისა და მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე დარგობრივი ლიტერატურული კომისიის წევრი, საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი (მდივანი). განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი.

ასევე, სტუ-ს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის USAID-ის პროგრამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის"  საგრანტო პროექტის "რკინიგზის ინდუსტრიის პროფესიული საგანმა­ნათ­ლებლო პროგრამების განხორციელება რეგიონებში პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით" კორდინატორი და ვუძღვები მის განხორციელებას.


სამეცნიერო ინტერესები
  • სამეცნიერო ინტერესებს წარმოადგენს რობოტებსა და მანიპულატორებში გამოყენებული ღია კინემატიკური ჯაჭვების კვლევის მეთოდების კლასიფიკაცია; იმ ამოცანების ამოხსნის მარტივი ხერხები, რომელიც ეხება სივრცითი მექანიკური მოძრავი სისტემების ანალიზისა და სინთეზის პრობლემებს; სივრცითი მოძრავი სისტემების ახალი კონსტრუქციების შექმნა, რომელთა კინემატიკის პრობლემების გადაწყვეტა დამყარებულია გეომეტრიული გარდაქმნების საფუძველზე. რობოტებისა და მანიპულატორების მოძრავი მექანიკური სისტემების კვლევისა და კონსტრუირების მეთოდები და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამარტივების გზები, სრულყოფილი პროდუქციის შესაქმნელად. აგრეთვე, სამრეწველო ინჟინერიის ტექნიკური მოწყობილობების განვითარების ეტაპების შესწავლა, მათი მთავარი მექანიზმების ოპტიმალური რეჟიმების შერჩევა და სტატიკურ-დინამიკური ანალიზი. ამ საკითხებზე ჩემს მიერ კონსტრუირებულია და კვლევების საფუძველზე შექმნილია რამოდენიმე სრულყოფილი მექანიზმი, რომელიც სათანადო გამოგონების საქპატენტით დასტურდება.