პროფესორი
ლევან კლიმიაშვილი

პროფესორი ლევან კლიმიაშვილი არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი.

იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრას. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური სამმართველოს უფროსის მოადგილე, უნივერსიტეტის სამშენებლო კომპლექსის უფროსის მოადგილე, უნივერსიტეტის კომისიის წევრი; 2011 წლიდან არისსამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, მრავალი წლის მანძილზე ასრულებს საგამომცემლო-სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას,2006 წლიდან არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი.

მისი სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია წყლის რესურსების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების პრობლემებთან, ჩატარებული აქვს ფართო კვლევები წყალმომარაგების სისტემების საიმედოობის აქტუალურ საკითხებზე, აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული შესაბამისი მიმართულების საერთაშორისო ღონისძიებებში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

პროფესორ ლევან კლიმიაშვილს გამოქვეყნებული აქვს190-მდე სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი, მათ შორის 8 მონოგრაფია, 7 სახელმძღვანელო; არის 5 საავტორო მოწმობისა და 1 პატენტის მფლობელი.

სამეცნიეროინტერესები

  • წყლის რესურსების დაცვა და რაციონალურად გამოყენება;
  • წყალმომარაგების სისტემების საიმედოობა: ანალიზი, შეფასება, დიაგნოსტიკა, რეზერვირება, პროგნოზირება;
  • სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემების ოპტიმიზაცია;
  • წყლის ეკოლოგია;
  • ნიადაგი და გარემო;
  • კლიმატის ცვლილება.


სამეცნიერო ინტერესები
  • წყლის რესურსების დაცვა და რაციონალურად გამოყენება;
  • წყალმომარაგების სისტემების საიმედოობა: ანალიზი, შეფასება,
  • დიაგნოსტიკა, რეზერვირება, პროგნოზირება;
  • სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემების ოპტიმიზაცია;
  • წყლის ეკოლოგია;
  • ნიადაგი და გარემო;
  • კლიმატის ცვლილება.